ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები 2016-2017
02.02.2016

ლატვიის მთავრობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს 2016-2017 სასწავლო წლისათვის სთავაზობს სტიპენდიებს სწავლისა და კვლევის მიზნით ლატვიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ზაფხულის სკოლებში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებულია 2016 წლის 1 თებერვლიდან. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.viaa.gov.lv

1. სწავლისა და კვლევის მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად სააპლიკაციო განაცხადი 2016-2017 სასწავლო წლისათვის უნდა გაიგზავნოს განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში Vaļņu iela 1, Rīga, LV-1050, Latvija, Latvia.

2. საზაფხულო სკოლებში მონაწილეობისათვის დოკუმენტები უნდა გაეგზავნოს უშუალოდ ორგანიზატორებს. ინფორმაცია საზაფხულო სკოლების შესახებ ლატვიაში, ასევე განთავსებულია განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე.

სასწავლო და კვლევითი სტიპენდიებისათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 1 აპრილი, საზაფხულო სკოლებისათვის - 2016 წლის 4 მაისი.

საკონტაქტო პირი - Mrs. Aija Jakovica, +371 76814331; scholarships@viaa.gov.lv

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით.