შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) ეროვნული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. 2014 წელს კვლევაში მონაწილეობა მიიღო 440 სკოლის დირექტორმა და 6000-ზე მეტმა მასწავლებელმადა მას ადმინისტრირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაუწია. საქართველოსთან ერთად კვლევა 35 ქვეყნაში ჩატარდა.
TALIS -ის შემდეგი ციკლის ჩატარება 2018 წელს იგეგმება და ამ კვლევის ორივე ციკლის ჩატარებას ფინანსურად უზრუნველყოფს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“.
TALIS -ი არის პირველი საერთაშორისო კვლევა, რომლის მიზანია დაეხმაროს კვლევაში მონაწილე ქვეყნებს მასწავლებლის პროფესიის განვითარებაზე ორიენტირებული ეფექტიანი პოლიტიკის დანერგვაში. სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS) 2008 წლიდან ტარდება და ის კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს: პროფესიული განვითარება, შეფასება და უკუკავშირი, პროფესიითა და სამუშაო ადგილით კმაყოფილება, მასწავლებლების სკოლაში საქმიანობა, საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული სტრატეგიები და მეთოდები, ღირებულებები და დამოკიდებულებები.
სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) ეროვნული ანგარიში ყველა საჯარო სკოლას გაეგზავნება.