,,წასაკითხი წიგნების’’ ბუკლეტის პრეზენტაცია გაიმართა
18.03.2010
თბილისის საკრებულოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით  ბუკლეტის ,,წასაკითხი წიგნები“ პრეზენტაცია მოეწყო.  მწერალი ზაალ სამადაშვილი  სკოლის მოსწავლეებს და მათ მშობლებს იმ წიგნების ჩამონათვალს სთავაზობს, რომელთა წაკითხვა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის. წიგნები სამი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა გათვალისწინებული - უმცროსი, საშუალო და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. ეს სიები თბილისის საჯარო სკოლებში დარიგდება და დიდ დახმარებას გაუწევს ყველა ოჯახს, ვისაც უნდა, რომ მათი ბავშვებისთვის წიგნის კითხვა არ იყოს თავსმოხვეული ვალდებულება.

წასაკითხი წიგნების სამი მოკლე სია თანდართული წინასიტყვაობებით ზაალ სამადაშვილმა 2006 წლის გაზაფხულზე, 53-ე სკოლის დირექტორად ყოფნის პერიოდში მოამზადა, დღეს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით, ამ წიგნების ჩამონათვალი ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა.

საკრებულოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი ყველა მოსწავლისთვის წიგნის სიყვარულს და ასაკის მიხედვით მოზარდებისთვის წიგნის სწორად მიწოდებას ისახავს მიზნად. ,,წასაკითხი წიგნების’’ ბუკლეტი გაეროს ბავშვთა ფონდის  (Unicef) მხარდაჭერით დაიბეჭდა.

ბუკლეტის პრეზენტაცია  23-ე  საჯარო სკოლაში გაიმართა. პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრნენ.