ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღება დაიწყო
23.03.2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღება

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მცირებიუჯეტიანი პროექტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება შემდეგ პრიორიტეტებთან:

  • მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება
  • სასკოლო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლება

პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2016 წლის 21 მარტიდან  2016 წლის 20 მაისის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია საჯარო სკოლა.

პროექტის წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.

აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.