საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპული შიდა ხარისხის მართვის (EFQM) „სრულყოფის მოდელის“ დასანერგად ემზადება. ამასთან დაკავშირებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ცენტრში შიდა ხარისხის მართვის „სრულყოფის მოდელის“ სემინარი ჩატარდა, რომელსაც EFQM-ის კონსულტანტი დოქტორ სიუზან კალდშმიტი უძღვებოდა. სემინარის მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადილე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი შარვაშიძე გაეცნენ.
EFQM-ის კონსულტანტის დოქტორ სიუზან კალდშმიტის დახმარებით ცენტრმა რამდენიმე თვის წინ განახორციელა თვითშეფასება, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა გასაუმჯობესებელი საკითხები და დაიგეგმა შიდა ხარისხის მართვის გასაუმჯობესებელი პროექტები: ადამიანური რესურსების შეფასების ელექტრონული ფორმის შემუშავება; სტრატეგიის
განახლება; მომხმარებეულთა უკუკავშირი და ინსტიტუციური მეხსიერების ბანკის შექმნა.
სემინარის ფარგლებში, პროექტის მონაწილეები წარმოადგენდნენ და განიხილავდნენ შესაბამის პრეზენტაციებს.
სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვალიდაცია ევროპული შიდა ხარისხის მართვის (EFQM) „სრულყოფის მოდელის“ შესაბამისად, მიმდინარე
წლის 4 აპრილს არის დაგეგმილი.
ხარისხის მართვის ევროპული ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზაციებს გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობა EFQM მოდელის - „გზა წარმატებისაკენ“ გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს მართვის კომპლექსურ ჩარჩოს.