„ინტელექტის დღე 2016“ იწყება
06.04.2016

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური პროექტის „ინტელექტის დღე 2016“-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ  და საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?" პრეზიდენტმა გიორგი მოსიძემ წარუდგინეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“ ახორციელებენ ერთობლივ პროექტს „ინტელექტის დღე-2016“.

საქართველოს ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეთა შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ -  „ინტელექტის დღე-2016“  წელს უკვე მეხუთედ იმართება. პროექტის პირველი  ეტაპი წიგნის მსოფლიო დღეს - შაბათს, 23 აპრილს 13:00 სთ-ზე, საქართველოს 73 მუნიციპალურ/რაიონულ ცენტრში ერთდროულად აიღებს სტარტს და გუნდები 24 კითხვისაგან შემდგარ პაკეტზე ითამაშებენ.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო (საჯარო თუ კერძო) სკოლის გუნდს. სკოლიდან რეგისტრირდება მხოლოდ 1 გუნდი.

მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული სკოლები გავლენ ფინალში და ერთმანეთს 15 მაისს 13:00-ზე თბილისში დაუპირისპირდებიან.

3 საუკეთესო გუნდის ყველა ძირითადი მოთამაშე მიიღებს პრიზებსა და დიპლომებს!

დაინტერესებულ სკოლებს გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს (https://www.facebook.com/skolebi) ან იხილოთ და შეავსოთ აპლიკაცია მისამართზე:  https://docs.google.com/forms/d/1RJ68MpZbtBfGR3kWvfDw2asvNnWzH0zK_zZ0UH2rmBY/viewform 

რეგისტრაციის შედეგები იხილეთ შემდეგ მისამართზე:

https://docs.google.com/spreadsheets/d/1ZFdhvLdqlrMxtJekKNnAyS10xpJ3DkkAvbQC-aUbhq8/edit#gid=405591111

განაცხადები მიიღება 17 აპრილის 18:00-მდე.