საპროექტო განაცხადების მიღება UNESCO-ს 2016-2017 წლების „მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში
საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნულმა კომისიამ, კომისიის ევბ-გვერდზე (
www.unesco.ge) გამოაცხადა განაცხადების მიღება იუნესკოს 2016-2017 წლების "მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში.
მოგეხსენებათ, რომ "მონაწილეობის პროგრამა" არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად. წევრ ქვეყნებს აქვს მაქსიმუმ 7 პროექტის წარდგენის უფლება. პროექტების პირველად შერჩევას აწარმოებს ეროვნული კომისია, ხოლო წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი (ქ. პარიზი).
წარმოგიდგენთ საპროექტო განაცხადების შერჩევის პროცესის განრიგს:
პროექტების სამდივნოში მიღების ვადის (პროექტების მიღების ბოლო ვადაა - 13 მაისი) ამოწურვის შემდგომ, 17 მაისს, შემოსული განაცხადები მიეწოდება კომისიის წევრებს.
კომისიის წევრები, 31 მაისამდე, შესაბამისი ცხრილის მეშვეობით (ცხრილი მიეწოდება წევრებს განაცხადებთან ერთად) შეაფასებენ პროექტებს და მიაწვდიან სამდივნოს შევსებულ ცხრილს.
კომისიის წევრების მიერ გაკეთებული შეფასებების საფუძველზე სამდივნო დაადგენს განაცხადების საბოლოო ქულას და მიანიჭებს მათ შესაბამის ადგილს განაცხადების საერთო სიაში.
ივნისის შუა რიცხვებში (თარიღი დაზუსტდება მოგვაინებით) შედგება კომისიის სხდომა, რომლის მსვლელობისას, კომიიის წევრების მიერ შეირჩევა საუკეთესო 7 განაცხადი მათი ორგანიზაციისთვის მიწოდების მიზნით.
აქვე გაცნობებთ, რომ მისამართზე
http://unesco.ge/?p=1564#more-1564 განთავსებულია სრული ინფორმაცია იუნესკოს 2016-2017 წლების "მონაწილეობის პროგრამის" შესახებ (საპროგრამო პრიორიტეტები, პროექტის სტანდარტები, სააპლიკაციო ფორმა).