მათემატიკური კონკურსი - „იმედი ხვალის-2016“
11.04.2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური, პარტნიორებთან ერთად ატარებს ტრადიციულ მათემატიკურ კონკურსს - „იმედი ხვალის-2016“.

კონკურსის მიზანი: განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში.

მონაწილეები: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.

ჩატარების წესები:

• მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: „უფროსი ასაკი“ – V და VI კლასები, „უმცროსი ასაკი“ – III და IV კლასები.

• შეჯიბრება ტარდება ორ ტურად. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები.

• ორივე ტურში მონაწილეს ეძლევა 5 ამოცანა და დრო 2 საათი.

• ამოცანებისა და ამოხსნების შეფასების ნიმუშებად გამოდგება მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსი “იმედი ხვალის” ამოცანები. ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსის ვებმისამართებია  http://concurs.mziuri.ge/ და http://imedi.mziuri.ge/

• ინტერნეტშეჯიბრი კონკურსისათვის მოსამზადებელი ერთგვარი „დაუსწრებელი სკოლაა“, 2006 წლიდან ტარდება და მის ვებგვერდზე მუდმივად ჩანს უკანასკნელი გავლილი 8-12 ტურის ანგარიში (მონაწილეთა შედეგები და ამოცანები ამოხსნებით).

ჩატარების თარიღი: პირველი ტური – 5 ივნისი. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღებს გაცნობებთ პირველი ტურის შემდეგ.

რეგისტრაციის ვადა: რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება 4 ივნისის 15 საათზე.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მონაწილეები დააზუსტებენ ჩატარების ადგილსა და დროს.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად – სკოლების მიერ თანდართული ფორმის მიხედვით (ფურცელზე ან ელექტრონულად).

სასურველია სკოლებში გამოიყოს საკონტაქტო პიროვნება კონკურსის ორგანიზატორებთან კოორდინაციისათვის.

რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის დაგვირეკეთ ან მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14, მესამე სართული.

ტელეფონები: 295-45-75, 291-03-17, 229-48-61, 599-50-93-56.

ელფოსტა: info@mziuri.ge; ვებგვერდი: www.mziuri.ge 

 

 

http://concurs.mziuri.ge/