დიდი ჩაილურის სკოლაში დაღუპული გმირების მემორიალური დაფები გაიხსნა
13.05.2016

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  და თავდაცვისა მინისტრებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის სკოლაში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების - ზურაბ ფეიქრიშვილისა და გიორგი კირაკოზაშვილის მემორიალური დაფები გახსნეს.
თამარ სანიკიძემ და თინათინ ხიდაშელმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს და დიდი ჩაილურის სკოლაში აღზრდილი გმირების დამსახურებებზე ისაუბრეს.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის რიგითი ზურაბ ფეიქრიშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა, IV ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის შტაბის S2 დაზვერვის ოფიცერი კაპიტანი გიორგი კირაკოზაშვილი კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა.

ღონისძიებას, რომელიც, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალით დასრულდა, გიორგი კირაკოზაშვილის დედაც დაესწრო.

მსგავსი ღონისძიებები უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.