ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი

ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლამდელი განათლებისა და ინკლუზიური განათლების განვითარება.

დეპარტამენტის შესახებ

ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი მოიცავს სამ სამმართველოს:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველო;
  2. ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო;
  3. სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველო.

თითოეულ სამმართველოს გააჩნია საკუთარი საქმიანობის სფერო, პრიორიტეტები, ფუნქციები და კომპეტენციები, რომელთა მიზანია ქვეყანაში განათლებისა ხარისხის განვითარება და ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა, კერძოდ:

  • ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავება და მისი განვითარება ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევების შესაბამისად და თანამედროვე მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციის მიზნით;
  • ინკლუზიური განათლების განვითარების პოლიტიკის შემუშავება, განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა მეთოდოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზით;
  • სკოლამდელი განათლების პოლიტიკის შემუშავება, სკოლამდელი განათლების სტანდარტების შემუშავება და განვითარება, სკოლამდელი განათლების პროგრამების მომზადება, სკოლამდელი განათლების სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა მეთოდოლოგიური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობების კონსულტირების გზით.