ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა
29.05.2016

შეხვედრები საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან გრძელდება. განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამჯერად, ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლების 400-მდე დირექტორსა და პედაგოგს შეხვდა. შეხვედრა სიახლეების გაცნობის შემდეგ ტრადიციულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამუშაო შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული და თემები, რომელიც სკოლის წარმომადგენლებს აწუხებდათ ადგილზევე გაირკვა და მათი გადაჭრის გზებიც დაისახა.