საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს შეხვდა და ამით დაიწყო დიალოგი სტუდენტებთან. მინისტრის განცხადებით, ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა, იგი მზად არის ხშირად შეხვდეს სტუდენტებს, მოუსმინოს მათ და ერთად იმსჯელონ ნებისმიერ საკითხზე. ალექსანდრე ჯეჯელავა ასევე გეგმავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრას.