საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
05.07.2016

 

განათლების განვითარებაზე მომუშავე პლატფორმის შექმნის მიზნით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება 6 ივლისს, 12:30 საათზე ახლადაშენებული სტუდენტური საცხოვრებლის ბიბლიოთეკაში (მის: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ყოფილი ე.წ. ტაქსოპარკის უკან). შეხვედრის თემები: აკადემიური თავისუფლება, გარე რეფერირება და სტუდენური ცხოვრება.
 
ამასთან, შეიქმნა განათლების განვითარებაზე მომუშავე პლატფორმის
Facebook ჯგუფი.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე: http://www.mes.gov.ge/application.php  

ან დარეკონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ცხელ ხაზზე.