დიმიტრი შაშკინი ოფიციალური ვიზიტით კანადაში გაემგზავრა
20.03.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამუშაო ვიზიტით კანადაში გაემგზავრა.  22-23  მარტს მინისტრი შეხვედრებს  გამართავს კანადის სახელმწიფო მინისტრთან, კანადის პროვინციების განათლების სამინისტროებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებთან.  შეხვედრებზე   ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრებენ,  განიხილავენ ახალ საგანმანათლებლო პროგრამას -  ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად”, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 1000 ინგლისურენოვანი მოხალისის ჩამოყვანას ითვალისწინებს და ”დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის” მიმდინარეობას შეაფასებენ.