ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია“ პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს საქართველოს ყველა სკოლის უფროსკლასელებისთვის. კონკურსის სახელწოდებაა „შენი ხმა, ჩვენი მომავალი“. პროექტის პარტნიორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სკოლაში შექმნილ 3 კაციან გუნდს. გუნდში უნდა იყოს 3 უფროსკლასელი (9,10,11,12 კლასი) და მას უნდა ხელმძღვანელობდეს 1 მასწავლებელი.
პირველი ადგილის მფლობელი გუნდი მასწავლებელთან ერთად მიემგზავრება რომში (იტალია), უძველესი რესპუბლიკის საარჩევნო სისტემების წარმოშობისა და განვითარების გასაცნობად. მეორე ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება ტალინში (ესტონეთი) თანამედროვე ელექტრონული საარჩევნო სისტემის გასაცნობად. მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ნოუთბუქებს. ერთ-ერთი ფინალისტი გუნდი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით - ტაბლეტებით.
კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს. პირველ ეტაპზე მონაწილეობის მსურველი გუნდი ამზადებს ვიდეოს საარჩევნო აქტივობის თემაზე. ვიდეოში მონაწილეებმა უნდა ახსნან, რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქის ხმა არჩევნებზე და რა როლი აქვს არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ვიდეორგოლის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, ფორმატი შეუზღუდავია. ვიდეოს გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 სექტემბერი. მისი გამოგზავნა შესაძლებელია ამ მისამართზე: demlabinfo@gmail.com
მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს დაევალებათ საკუთარ რეგიონში საინფორმაციო კამპანიის ჩატარება საარჩევნო ხმისა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. კამპანია მიზნად უნდა ისახავდეს რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების მაქსიმალურ ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო აქტივობის მნიშვნელობის თემაზე. კამპანიის ჩატარებისას გუნდებს შეეძლებათ გამოიყენონ ნებისმიერი ფორმატი, განახორციელონ აქტივობები საკუთარი შეხედულების მიხედვით, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ.
მესამე ტურში, ანუ ფინალში გასული გუნდები სამ დაკვნით ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. კაპიტნების კონკურსი, საჯარო გამოსვლა, სლოგანის შემუშავება.
კონკურსის ყველა ეტაპზე კატეგორიულად იკრძალება რაიმე სახის პოლიტიკური ან/და პარტიული აგიტაცია, პროპაგანდა, რეკლამირება. ნებისმიერ პარტიასთან ასოცირებული სიმბოლიკის, ვიზუალის, ან/და სხვა ტიპის მასალის გამოყენება, პოლიტიკური პარტიის ან პარტიასთან ასოცირებული პირის მონაწილეობა, ასევე პოლიტიკური შინაარსის ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული სიმბოლიკის შემცველი საინფორმაციო მასალების (ბროშურა, ფლაერი, პლაკატი) გავრცელება ან გამოყენება. გუნდი, რომელიც წესს დაარღვევს, ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად დაკავშირება შესაძლებელია: ტელეფონის ნომრებზე: 577191417 591705503 577171733
ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/Demlab/
მეილზე: demlabinfo@gmail.com