ალექსანდრე ჯეჯელავა ქუთაისელ პედაგოგებს შეხვდა
17.07.2016

დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 400-ზე მეტ ქუთაისელ პედაგოგს შეხვდა.

„მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა განათლების სისტემა შეინარჩუნეთ და ღირსეული თაობები აღზარდეთ”, - ალექსანდრე ჯეჯელავამ ამ სიტყვებით მიმართა აუდიტორიას და ვრცლად ისაუბრა ზოგადი განათლების განვითარების მისეულ ხედვაზე და სამომავლო გეგმებზე.