ალექსანდრე ჯეჯელავა ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების დესპანს შეხვდა
25.07.2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების დესპანს (U.S. Science Envoy), პროფესორს ნანოტექნოლოგიების სფეროში მარკ ჰერსამს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განთლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.