შეხვედრა მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან
27.07.2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორს სტეფან სმიტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მშვიდობის კორპუსსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და სექტორებს შორის არსებული პროგრამული პრიორიტეტები, ასევე მცირე გრანტების პროგრამები და მათი შედეგები. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ტექნოლოგიურ კლუბების გამოყენებასთან, ადგილობრივ მასწავლებელთა უნარებისა და ჩართულობის  გაზრდასთან და არაფორმალური განათლების კომპონენტის გაძლიერებასთან დაკავშირებით.