შეხვედრა სამეგრელოს რეგიონის მასწავლებლებთან
30.07.2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს. მინისტრი ამჯერად სამეგრელოს რეგიონის, კერძოდ წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს შეხვდა.

მინისტრმა პედაგოგებს ზოგადი განათლების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და ისაუბრა იმ სამომავლო გეგმებზე და ინიციატივებზე, რაც სკოლას კიდევ უფრო განავითარებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მასწავლებლებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვის დასმა, რაზეც მინისტრისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.