„მეცნიერების პოპულარიზაციის“ პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების (სამეცნიერო ღონისძიებების) შერჩევის მიზნით კონკურსი გამოცხადდა
15.08.2016

„მეცნიერების პოპულარიზაციის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების №591 (27.07.2016) საფუძველზე, მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალში მონაწილე სუბიექტების ღონისძიებათა თანადასაფინანსებისთვის შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროექტების (სამეცნიერო ღონისძიებების) წარდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 12 აგვისტოდან 16 აგვისტოს 18:00 საათამდე;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი პროექტი (სამეცნიერო ღონისძიება) უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

. პროექტის მიზნები, ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები;

. სამიზნე აუდიტორია;

. პროექტის მნიშვნელობა;

. პროექტის შესაბამისობა მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის კონცეფციასთან;

. პროექტის ხელმძღვანელი და საკონტაქტო ინფორმაცია;

. პროექტის ხარჯთაღრიცხვა.