მინისტი სოფელ ურბნისის საჯარო სკოლაში
16.08.2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა, ასევე გაეცნო სკოლის ინფრასტრუქტურას და ამ კუთხით არსებულ საჭიროებებს.

ურბნისის საჯარო სკოლის მთავარ პრობლემად გამოიკვეთა სპორტული დარბაზის არქონა, მაშინ როდესაც ამ სკოლის მოსწავლეები დიდ წარმატებას აღწევენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაში სკოლამ მინისტრისაგან დახმარების პირობა მიიღო, აქვე გადაწყდა წლის პრობლემაც, რომლის მოგვარებაშიც სკოლას ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმარება.