მემორანდუმი პროფესიული განათლების რეფორმის ხელშეწყობისთვის
26.08.2016

პროფესიული განათლების დარგის განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ შემდეგ მიმართულებებზე:

  •  პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება;
  • პროფესიული განათლების სისტემაში დუალური პროფესიული განათლების მსგავსი, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ადამიანური რესურსის მომზადება.
  • მეწარმეობა, ინოვაცია და სტარტაფების (start-ups) განხორციელების ხელშეწყობა;
  • პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვის სერვისის გაუმჯობესება;
  • არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების უზრუნველყოფა;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პროფესიული განათლების შესახებ;

,,პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013-2020 წლები)“, რომელის განხორციელების სამოქმედო გეგმა პროფესიული განათლების სისტემის საუკეთესო საერთაშორისო სისტემის შესაბამისად მოდერნიზებას ისახავს მიზნად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის N300 ბრძანებით დამტკიცდა . შესაბამისად, მხარეებს შორის მემორანდუმი სწორედ პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში გაფორმდა.