ევროპული გამოცდილება

ევროპის კომისია, 2016 წელი - ევრო-კომისიის შეტყობინება პარლამენტს, საბჭოს, ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტს და აგრეთვე რეგიონების კომიტეტებს - ახალი უნარების დღის წესრიგი ევროპისათვის: ვიმუშაოთ ერთად  ადამიანური კაპიტალის, დასაქმებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისათვის

ევროკომისია, 2016 წელი - ევროპის ახალი უნარების დღის წესრიგის ანალიტიკური საფუძველი

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტის თანმხლებს - „ახალი უნარების დღის წესრიგი ევროპისთვის: ვიმუშავოთ ერთად  ადამიანური კაპიტალის, დასაქმებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისათვის“. დოკუმენტის მიზანია საკითხების ზოგადი მიმოხილვა და ამ ინიციატივისთვის არსებული მტკიცებულებების ბაზისის წარდგენა.

ეს სამუშაო დოკუმენტი ყურაღებას ამახვილებს  მთავარ პრობლემებსა და საკითებზე, რომლის წინაშეც დგას ევროკავშირი ადამიანური კაპიტალისა და უნარების საჭიროებასთან მიმართებაში (რომლებიც მოცულია ევრო-კომისიის შეყობინებაში) და განმარტავს თუ რატომ არის და იქნება ევროპის ეკონომიკა და სოციალური წარმატება მეტწილად დაფუძნებული მოსახლეობის უნარებზე.

ევროკომისია, 2016 წელი - წინადადება საბჭოს რეკომენდაციისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესახებ და ევროპარლამენტისა და 2008 წლის 23 აპრილის საბჭოს რეკომენდაციის ანულირება, რომელიც შეეხებოდა მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების ევროპის საკვალიფიკაციო ჩარჩოს.

წინადადების მიზანია ევროპის საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარება და მისი ეფექტურობის გაზრდა დამსაქმებლის, მუშაკის და მოსწავლის მიერ ეროვნული, საერთაშორისო თუ მესამე ქვეყნებების კვალიფიკაციების გააზრების კუთხით. ამგვარად ამ ინიციატივამ ხელი უნდა შეუყოს არსებული უნარებისა და კვალიფიკაციების უკეთეს გამოყენებას, როგორც ფიზიკური პირების სასარგებლოდ, ისე შრომის ბაზრისა და ეკონომიკისთვის. 

 

რიგის დასკვნები, 2015 წელი შუალედურ და ახალ შედეგებზე პროფესიული განათლების სფეროში 2015-2020 წლების პერიოდისათვის, როგორც 2010 წ.-ის ბრიუგეს კომუნიკეში განსაზღვრული მოკლევადიანი შედეგების მიმოხილვის შედეგი

რიგის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დასკვნები წარმოადგენს პროფესიული განათლებისა და გადამზადების როლს განვითარების, სამუშაოს ადგილების დღის წესრიგისა და განათლებასა და  გადამზადებაში ევროპული თანამშრომლობის სტრატეგიული ჩარჩოს კონტექსტში (ET 2020). ახალი მიზნები/შედგები ამყარებს 2020 წლის ხედვას პროფესიული განათლებასა და გადამზადებაზე და ასევე ხელს უწყობს ძირითად გამოწვევებსა და სამომავლო პროგრესს.