საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ლია გიგაურმა, სერტიფიკატები გადასცა იმ პირებს, რომლებმაც სტაჟირება გაიარეს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში. სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა და მაგისტრანტებმა 2015-2016 წლებში სტაჟირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი), საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა აუდიტის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარე¬ბის, სამართლებრივი უზრუნველყოფის, პროფესიული განათლების განვითარებისა და ეკონომიკურ დეპარტამენტებში გაიარეს.
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო უსურვებს მათ კარიერულ წინსვლას და წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში!