ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტემპუსის ერთობლივი პროექტის "DIMTEGU-მულტილინგვურ მასწავლებელთა მომზადების პროგრამების შექმნა და დანერგვა საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში" შემაჯამებელი კონფერენცია "მულტილინგვური განათლება-გამოწვევები და პერსპექტივები" გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი ექსპერტები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.