მინისტრი ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
19.09.2016

ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერა, ასევე შეხვედრა გამართა ფაკულტეტების წარმომადგენლებთან და აკადემიურ საბჭოსთან.