სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს,
მათ მშობლებს, პროფესორ-მასწავლებლებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე
ჯეჯელავამ მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მინისტრმა იმედი
გამოთქვა, რომ უნივერსიტეტი უკან
მოიტოვებს დევნილის
სახელს და
ის მეგობრობის
ხიდად იქცევა
სოხუმსა და
დანარჩენ საქართველოს
შორის. ალექსანდრე ჯეჯელავამ სტუდენტებსაც მისცა რჩევა თუ როგორ
გახდნენ წარმატებულები და მეტად რეალიზებულნი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
შვიდ ფაკულტეტზე
წელს 600-მდე
პირველკურსელი ისწავლის.
უნივერსიტეტისთვის, რომელსაც
3000-მდე სტუდენტი
ჰყავს, პრიორიტეტულია ისეთი მნიშვნელოვანი დარგებისა და მიმართულებების განვითარება, როგორიცაა აფხაზოლოგია, ქართველოლოგია, არქეოლოგია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და სოციალ-პოლიტიკური მეცნიერებები, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და განათლების მეცნიერებები. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიური ჩართვა, ბოლონიის პროცესის სწორი გაგება, მისი განხორციელება და რეფორმების თანმიმდევრული გატარება, რაც, თავის მხრივ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო აღიარებას მოუტანს.