საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმში. სამინისტრო ცენტრის კურსდამთავრებულთა წინაშე ორი პოზიციით წარსდგა. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს წარმომადგენლები აპლიკანტებს პოზიციათა დეტალების შესახებ ესაუბრებოდნენ და იტოვებდნენ სტიპენდიანტთა რეზიუმეებს შემდგომში სხვადასხვა პოზიციებზე განხილვის მიზნით. სამმართველოს ინიციატივით ჩატარდა მცირე კვლევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც დამსაქმებელი ორგანიზაციის შეფასების შესახებ (შედეგები გამოსახულია დიაგრამაზე).
აღვნიშნავთ, რომ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო ცენტრის კურსდამთავრებულთა გაცნობა და გამოვხატავთ მზაობას, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაგეგმილ მსგავს აქტივობებში.