ალექსანდრე ჯეჯელავა N47-ე სკოლას ეწვია
26.10.2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქალაქ თბილისის N47-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო.

მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა პედაგოგებთან ზოგადი განათლების მნიშვნელოვან საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე და ინიციატივებზე ისაუბრა.

შეხვედრის ბოლოს ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავს შეხვედრებს ინტენსიური ხასიათი ექნება.