მინისტრმა კანადაში ვიზიტი სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრით დაასრულა
24.03.2010

განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს კანადაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა მას ქვეყნის სახელმწიფო მინისტრთან ფლეტჩერთან ჰქონდა. მინისტრმა გააცნო კანადურ მხარეს პროგრამა, რომელიც საქართველოში 1000-ი უცხოელი მასწავლებლის ჩამოყვანასა და სკოლებში ინგლისურის გაძლიერებით სწავლას ეხება. დღესვე დიმიტრი შაშკინს შეხვედრა ჰქონდა ოტავის ენების ცენტრში, სადაც ამ პროგრამის განხორციელებაში დახმარებას დაჰპირდნენ.