საქართველოს ასოცირებას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამასთან ,,ჰორიზონტი 2020“ და მასში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის გაძლიერებას მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პარტნიორი ინსტიტუციებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენცია პროექტის - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელის ფარგლებში ჩატარდა.