წარჩინებულ მოსწავლეთა პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოება გრძელდება. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ამჯერად, კახეთის რეგიონის სკოლების 300-მდე მეათეკლასელი დასაჩუქრდა. მოსწავლეებს კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინიტრაციის უფროსმა თამარ ბაზერაშვილმა გადასცა. ღონისძიება ტრადიციულად ყვარელში, ილიაობას, ილიას სახლმუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა.