საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბრიტანეთის საბჭოს (British Council) რეგიონალურ დირექტორს ენდი ვილიამსს და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს საქართველოში ზაზა ფურცელაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგები და დასახეს სამომავლო გეგმები, რომელიც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის კიდევ უფრო პოპულარიზაციას და სწავლების არეალის გაფართოებას.