2010-2011 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამები დამტკიცდა
26.03.2010
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  2010-2011 სასწავლო წლის საატესტატო  გამოცდების პროგრამები უკვე დამტკიცებულია. ამ მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საგნობრივ ექსპერტებთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული ექსპერტები სამეცნიერო წრეებიდან, რომლებიც 2010-2011 სასწავლო წლის საატესტატო  გამოცდების პროგრამებს გაეცნენ და შეფასება მისცეს.

2010-2011 სასწავლო წლის საატესტატო  გამოცდების პროგრამები, რომელიც სექტემბერში უნდა დამტკიცებულიყო მარტის ბოლოს მომზადდა, რითაც მოსწავლეებს მეტი დრო მიეცემათ გამოცდებისთვის მოსამზადებლად.

უკვე დამტკიცებული 2010-2011 სასწავლო წლის საატესტატო  გამოცდების პროგრამებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ამჟამად საგამოცდო ტესტებს შეადგენს, რომლის აპრობაციაც მაისში მოხდება. აპრობაციის შემდეგ კი საბოლოოდ დადგინდება საატესტატო გამოცდების მინიმალური კონპეტენციის ზღვარი.