საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს, საელჩოს წარმომადგენლებსა და პარიზი - სორბონა აბუ დაბის უნივერსიტეტის დელეგაციას, შეხვდა. ფრანგულმა მხარემ სამინისტროს წარმომადგენლებს პარიზი - სორბონა აბუ დაბის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სისტემა და საუნივერისტეტო სტრუქტურა გააცნო. შეხვედრაზე აღნიშნულ უნივერსიტეტთან მომავალი ერთობლივი პროექტები და ურთიერთობის სხვა პერსპექტივები განიხილეს.