ტურინის პროცესის რეგიონული კონფერენცია გაიმართა
23.11.2016

ევროკომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, „ტურინის პროცესის” აღმოსავლეთ პარტნიორობის შემაჯამებელი, რეგიონული კონფერენცია გაიმართა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია) ტურინის პროცესის ფარგლებში დანერგილი პროფესიული განათლების სისტემების ანალიზსს მიეძღვნა. კონფერენცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

მონაწილეეებმა ორი წლის განმავლობაში პროფესიული განათლების სფეროში მიღწეული დადებითი შედეგები წარმოადგინეს, იმსჯელეს პრობლემებზე და მომავალ პრიორიტეტებზე.

კონფერენციას ესწრებოდა ექვსი პარტნიორი ქვეყნის, ევროკომისიის, განათლების ევროპული ფონდის (ETF), სახელმწიფო უწყებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე, სოციალური პარტნიორები და სფეროს ექსპერტები.