სასკოლო ჰაკათონი “JUNIOR ATSUHACK“
05.12.2016

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab ATSU, იწყებს უფასო სასკოლო ჰაკათონს “JUNIOR ATSUHACK“.

სასკოლო ჰაკათონი - არის მარათონი, სადაც სხვადსხვა სკოლის მოსწავლეებიდან შექმნილი გუნდები მუშაობენ ახალ იდეებზე, ტექნოლოგიებზე და ეჯიბრებიან ერთმანეთს.

პროექტის მიზანია: სასკოლო ჰაკათონის ჩატარება, რომელიც გააერთიანებს საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა პროგრამული, დეველოპერული, დიზაინური და საინჟინრო სამუშაოების შესრულება. აგრეთვე, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების ცოდნის და გამოყენების ხარისხის გამოვლენა ესგ-ის ისტ-ს სტანდარტის შესაბამისად და მათი განვითარება, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და საუკეთესო გუნდის გამოვლენა.

აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში მოსწავლეებს დაეხმარება ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FABLAB-ში არსებული მოხალისეთა გუნდი, რომლებიც მოსწავლეებს გაუწევენ მენტორშიპს, გუნდებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ FabLab-ში არსებული ტექნიკის სერვისებით და მოახდინონ იდეის მატერიალიზაცია - პროდუქტის შექმნა.

სავარაუდო შედეგები: ჰაკათონში მონაწილეობას მიიღებენ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევებისა და განსაკუთრებული იდეების მქონე მოსწავლეები. მოხდება მათი მოტივაციის ამაღლება, ისინი შეძლებენ თავიანთი იდეების რეალიზებას. მოწვეული სპიკერები მოსწავლეებს ჩაუტარებენ მასტერკლასებს.

მონაწილეთა ასაკი: VI-XII კლასები.

“JUNIOR ATSUHACK“ ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულში.