ეკონომიკური დეპარტამენტი

ეკონომიკური დეპარტამენტის მიზანია სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ეკონომიკური, ფინანსური და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა.

დეპარტამენტის შესახებ

ეკონომიკური დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს სამინისტროს ეკონომიკური, ფინანსური და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას, მის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

დეპარტამენტი ამზადებს და შეიმუშავებს სამინისტროს წლიურ და საშუალოვადიან ბიუჯეტს, ასევე კოორდინაციასა და კოტროლს უწევს მის შესრულებას.

აწარმოებს როგორც სამინისტროსათვის საჭირო, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების ქონების აღრიცხვას.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

  • საბიუჯეტო სამმართველო;
  • საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
  • შესყიდვების სამმართველო;
  • მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
  • ქონების სამმართველო.