მინისტრი სისტემის განვითარების ხედვის წარდგენას აგრძელებს
29.12.2016

ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები ამჯერად, განათლების თემებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებსა და განათლების ექსპერტებს წარუდგინა.