ყველა ახალი აშენებული და გარემონტებული სკოლა ინფრასტრუქტურას ახალი წესით მოუვლის
11.01.2017
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის (O&M) პროექტის შემუშავებას ინიცირება გაუკეთეს. პროექტი სკოლებს საშუალებას მისცემს უკეთ მიხედონ ინფრასტრუქტურას, რაც აუცილებელი წინაპირობაა სასწავლო შედეგების გაუმჯობესებისთვის. 

საქართველოს საჯარო სკოლების შენობების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათი მოვლა-პატრონობის სისტემა არ არსებობს, რამაც განაპირობა შენობების მდგომარეობის თანდათანობითი გაუარესება. ეს საგანმანათლებლო სისტემისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს და მისი გადაჭრა  აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება. 

საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე  $140 მილიონიანი კომპაქტის ფარგლებში.