ინდონეზიის მთავრობის სტიპენდიები 2017-2018 სასწავლო წლისთვის
11.01.2017
ინდონეზიის მთავრობა ქართველ სტუდენტებს 2017-2018 აკადემიური სასწავლო წლისთვის სთავაზობს სასტიპენდიო პროგრამაში - „დარმასისვა“ მონაწილეობის მიღებას. 
აღნიშნული სტიპენდიის მოსაპოვებლად განცხადების შეტანა ხდება ელექტრონულად; ბოლო ვადაა 2017 წლის 9 თებერვალი. 
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამისა და განცხადების შეტანის პროცედურების შესახებ შესაძლებელია იხილოთ დანართში.