საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ალექსანდრე ჯეჯელავამ პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. უწყების პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მნიშვნელობაზე, უმაღლესი განათლების დაფინანსების წესის შეცვლაზე, ქართველი მეცნიერების მიღწევებსა და პროფესიულ პროგრამებზე. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შეკითხვებს უპასუხა.