შშმ სტუდენტებისთვის ადაპტირებული სასწავლო გარემო მოეწყო.
შეზღუდული შესაძლებლობები პროფესიის დაუფლებისას ბარიერს აღარ წარმოადგენს. შშმ სტუდენტებისთვის ოთხ პროფესიულ კოლეჯში სრულად ადაპტირებული გარემო მოეწყო.
კოლეჯებში „მერმისი“ (თბილისი), „ოპიზარი“ (ახალციხე), „ახალი ტალღა“ (ქობულეთი) და „აისი“ (კაჭრეთი) დამონტაჟდა პანდუსები, ადაპტირებული სველი წერტილები ეტლით მოსარგებლეებისათვის, სენსორული ბილიკები, მოაჯირები, კიბეების და მოაჯირების მარკირება, ზონების კონტრასტული გამოყოფა, სახელურები, კარები - უსინათლო და სუსტად მხედველებისათვის და სხვა.
კოლეჯების უნივერსალური დიზაინით მოწყობის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად სხვა კოლეჯების ადაპტირებაც დასრულდება.