განათლების მეორე შანსი
13.01.2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, დაეხმაროს მიიღოს სავალდებულო ზოგადი განათლება (9 კლასის ატესტატი).