ქართველი მოსწავლეების მორიგი წარმატება ჟაუტიკოვის ყოველწლიურ საერთაშორისო ოლიმპიადაზე
საქართველოს მოსწავლეები ჟაუტიკოვის სახელობის მე-13 საერთაშორისო ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, მათემატიკასა და ფიზიკაში ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ.
ჟაუტიკოვის ოლიმპიადა ყოველწლიურად ალმატიში ტარდება. არის გუნდური და ინდივიდუალური შეჯიბრი. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობას 16 სახელმწიფოს 60-მდე გუნდი იღებდა. საქართველოდან მონაწილეობას კომაროვის, ვეკუას, ქუთაისის 41-ე და დემირელის სკოლის გუნდები იღებდა.
გუნდურ შეჯიბრში კომაროვის სკოლამ მესამე პრიზი აიღო, რეიტინგში მეხუთე ადგილი და მეოთხედ გახდა ამ ოლიმპიადის პრიზიორი. გუნდის ხელმღვანელები: მიხეილ გაბესკირია, ალექსანდრე ლომაძე.
ინდივიდუალურ შეჯიბრში საქართველოს მოსწავლეების შედეგები:
1. საათაშვილი ალექსანდრე-მათემატიკა, ოქრო (კომაროვი)
2. გამეზარდაშვილი ვანო-ინფორმატიკა, ოქრო (კომაროვი)
3. ლეფსვერიძე საბა-მათემატიკა, ვერცხლი (კომაროვი)
4. თათოშვილი დავით - მათემატიკა, ვერცხლი (ვეკუა)
5. პატაშური გელა - ფიზიკა, ვერცხლი (კომაროვი)
6. ხოხიაშვილი ალექსანდრე - ინფორმატიკა, ვერცხლი (კომაროვი)
7. კლდიაშვილი გიორგი - ინფორმატიკა, ვერცხლი (დემირელი)
8. შალიბაშვილი ირაკლი - მათემატიკა, ბრინჯაო (ვეკუა)
9. ონიანი ალექსანდრე- მათემატიკა, ბრინჯაო (ქუთაისის რაზმაძის სკოლა)
10. ჯაში ზურაბ - ფიზიკა, ბრინჯაო (ვეკუა)
11. გაგნიძე კონსტანტინე - ფიზიკა, ბრინჯაო (კომაროვი)
12. ხარაბაძე ალექსანდრე - ინფორმატიკა, ბრინჯაო (ვეკუა).