ინკლუზიური განათლების ვებგვერდი ამოქმედდა
27.01.2017
ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ვებგვერდი www.inclusion.ge შეიქმნა. 

სმენისარმქონე მოქალაქეებისთვის ჟესტურ ენაზე ინფორმაციის მიღების მიზნით, ქ. თბილისის 203-ე საჯარო სკოლაში შეიქმნა ვიდეო კლუბი, სადაც სკოლის სპეციალისტებთან ერთად, მაღალკლასელი მოსწავლეები ვიდეო სიუჟეტებს გაახმოვანებენ ჟესტურ ენაზე. ეს ვიდეობი განთავსდება ახალ ვებგვერდზე.