შვედური ინსტიტუტი გეგმავს სასწავლო პროგრამას ”Summer Academy for Young Professionals 2017”, რომელიც განკუთვნილია ბალტიის რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებისათვის. საზაფხულო აკადემია მოიცავს ტრეინინგებსა და სასწავლო კურსებს, რომლებიც შვედეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩატარდება: მალმოს უნივერსიტეტი, ლინშოპინგის უნივერსიტეტი და ლუნდის უნივერსიტეტი. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, ბელორუსი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა და შვედეთი. სასწავლო კურსები განკუთვნილია საჯარო უწყებებში და სამოქალაქო სექტორში დასაქმებული პროფესიონალებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის.
განცხადების შეტანა შესაძლებელია მ/წლის 17 თებერვლამდე. პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ
დანართში.
დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნული პროგრამისა და განაცხადის რეგისტრაციის შესახებ განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
https://eng.si.se/areas-of-operation/scholarships-and-grants/visby-programme/si-summer-academyfor-youngprofessionals/si-summer-academy-for-young-professionals-sayp-2017-call-for-applications/