Persomedic - ასე ჰქვია მობილურ აპლიკაციას, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელებმა - გიგა ვაშაკიძემ და დავით სოსელიამ შექმნეს.
პროექტი #EurasiaMobileChallenge-ის ერთ-ერთი ნახევარფინალისტია და მიზნად ექიმებისა და პაციენტების დაახლოებას ისახავს. სამედიცინო აპლიკაცია გამოკითხავს მომხმარებლებს სიმპტომებს, ურჩევს მათ შესაბამისი პროფილის ექიმებს და უზრუნველყოფს არჩეულ ექიმთან შეხვედრის დაჯავშნას, ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას. ქართველი სტუდენტების გამოგონებამ შეიძლება მსოფლიოში მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.