ჩინეთის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის
03.02.2017

ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017/2018 აკადემიური სასწავლო წლისათვის გამოყოფს სტიპენდიებს.

ჩინეთის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება იწარმოებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 1 მარტამდე.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

• სააპლიკაციო ფორმა

• სამოტივაციო წერილი

• შესაბამისი აკადემიური ხარისხის დიპლომის ასლი და დიპლომის დანართი

• CV

• რეკომენდაცია

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.