ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის მოსწავლეებს ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციის ჯილდო გადაეცათ. ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეთა დელეგაციამ 1-4 თებერვალს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს მოდელირების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენცია გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მსოფლიოს 65 ქვეყნის 850-ზე მეტი დელეგატი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს სახელით კონფერენციაში 12 ბაქსვუდელი მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შორის ორმა — რატი ფიფიამ და გიორგი აროშიძემ საუკეთესო დიპლომატის ჯილდოები მიიღეს. ხოლო კიდევ ორმა — ირაკლი სვანიძემ და ლუკა ზედგინიძემ კონფერენციის სამდივნოსაგან განსაკუთრებული საჯარო შექება — „Honorable Mention”.